Hyundai-N ხაზში მორიგი სპორტული მოდელი იქნება «დამუხტული» ვერსია i30 Fastback, რომელიც ახლახანს იყო შემჩნეული ფინალურ საგზაო ცდებზე სახელოვანი ნიურბურგრინგის ტრასის ჩრდილოეთის მარყუჟზე. Autocar-ის მონაცემებით, სიახლის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის ოქტომბერში პარიზის ავტოსალონზე შედგება.
როგორც იტყობინება ბრიტანული გამოცემა, Hyundai i30 Fastback-ის ბევრი ტექნიკური მომენტი ნასესხები იქნება «დამუხტულ» ჰეჩბექებისგან Hyundai i30 N და Veloster N, რომლებიც წარმოდგენილი არის წინა წლის ივნისში და მიმდინარე წლის იანვარში შესაბამისად. კაპოტის ქვეშ სიახლე აღჭურვილი იქნება 2,0 ლიტრიანი 250 ცხენის ძალიანი ბენზინის ტურბოძრავით T-GDI, რომელიც 6-საფეზურიან «მექანიკასთან» წყვილში მუშაობს. ასევე Perfomance Package ოფციების პაკეტით ხელმისაწვდომი იქნება კიდევ უფრო მძლავრი 275 ცხენის ძალის მქონე ძრავა.
ძარისა და ინტერიერის სპორტულ დიზაინს, რომელიც ასახავს მანქანის ხასიათს, შეავსებს ადაპტირებადი საკიდარი ელექტრონული დიფერენციალით, სტაბილიზაციის გამოსართავი სისტემა და საჭის გადაკეთებული მართვა, რომელიც გახდა უფრო ზუსტი და «მგრძნობიარე», ვიდრე მოდელის სტანდარტულ მოდიფიკაციაში.