Harley-Davidson-მა მოტოციკლებისთვის ავტოდამუხრუჭების სისტემა გამოიგონა

საკულტო მოტოციკლების ცნობილმა ამერიკულმა მწარმოებელმა Harley-Davidson-მა მოტოციკლებისთვის ავტომატური დამუხრუჭების ინოვაციური სისტემა შეიმუშავა. მოტოციკლეტების გაქირავება როგორც იტყობინება ადგილობრივი გამოცემები, შემუშავებული სისტემა, რომელიც მიმართულია გზებზე ავარიულობის შემცირებაზე, უკვე დარეგისტრირებულია აშშ-ის საპატენტო უწყებაში.

ავტომატური დამუხრუჭების ასეთი სისტემა მისცემს საშუალებას მოტოციკლეტების მძღოლებს არა მხოლოდ უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი გზებზე, არამედ აამაღლონ მოძრაობის უსაფრთხოება ორბორბლიან სატრანსპორტო საშუალებაზე. რადგან ავტომობილს, ყოველ შემთხვევაში მაინც, შეუძლია ადამიანის დაცვა პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემათა კომპლექსით, მაშინ როდესაც მოტოციკლზე ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაუვალად იწვევს დაზიანებებს ან სიკვდილსაც კი.

«ავტომატური დამუხრუჭება» მუშაობს შემდეგნაირად: რადარებისა და სენსორების დახმარებით ხორციელდება საგზაო მდგომარეობის შეფასება ნებისმიერი საფრთხის საგანზე და ხდება ჩაშენებული კომპიუტერის უეცარი ამოქმედება. ამავე დროს ის ითვლის შეჯახების ალბათობას და იმ შეთხვევაში თუ შეჯახება გარდაუვალია ახდენს სამუხრუჭე სისტემის აქტივაციას მოტოციკლეტის სრულ გაჩერებამდე. ამასთან ერთად, ხდება მძღოლის წინასწარ გაფრთხილება საფრთხის შესახებ სპეციალური ინდიკატორების გზით ვიბრაციის ან ხმამაღალი ხმოვანი სიგნალის სახით, რათა მან თავი აარიდოს დაზიანებებსა და სხვა უსიამოვნებებს მოულოდნელი დამუხრუჭების დროს.