ახალი Mercedes-Benz G-Class Brabus-მა 500 ცხენის ძალიანი გახადა

ცნობილმა ტუნინგ-ატელიემ Brabus-მა წარმოადგინა ახალი თაობის ჯიპის Mercedes-Benz- G-Class-ის საბოლოოდ დამუშავებული ვერსია. ტრადიციის მიხედვით გერმანელი ოსტატების მიერ შემოთავაზებულ განახლებათა პაკეტში შევიდა არა მხოლოდ დამატებითი მოწყობილობა კარბონის საძარე ელემენტებით, არამედ უფრო მძლავრი ძრავაც.

კარბონის რელიეფური კაპოტი, სპოილერი სახურავზე, ბორბლების ექსკლუზიური 20-23 დუიმიანი დისკები და «ჟღერადი» გამოსაბოლქვი სისტემა უჟანგავი მილყელებით მორიგ ჯერზე გადააქციეს ჩვეულებრივი «»გელენდევაგენი» «ბრაზიან» და «აგრესიულ» ავტომობილად ყველა თვალსაზრისით.

ასევე ახალი Mercedes-Benz G-Class-ის მფლობელი Brabus-სგან მიიღებს სალონის ყველა შესაძლო მოპირკეთებიდან, ალბათ, ყველაზე მდიდრულ და ძვირფას მოპირკეთებას ხის იშვიათი ჯიშების, ალუმინის, კარბონის, ალკანტარისა და ნატურალური ტყავის რამდენიმე სახეობის გამოყენებით.

დაბოლოს, ოსტატებმა იზრუნეს ჯიპის სიჩქარის მაჩვენებლზე, აღჭურვეს ის 4,0 ლიტრიანი ტვინ-ბიტურბო ბენზინის V8 ძრავის გაუმჯობესებული ვერსიით, რომლის სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი გაიზარდა 500 ც.ძ.-მდე და 710 ნმ-მდე შესაბამისად.

ახალი Mercedes-Benz G-Class Brabus-ის ფასი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ავტომობილების თითოეული ეგზემპლარი ყოველთვის რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს.