ბენზინის თუ დიზელის ძრავა – პლუსები და მინუსები, რომელი ჯობია და რაშია სხვაობა? “მანქანების გაქირავება”

ავტომობილის შერჩევის დროს სხვა მახასიათებლებთან ერთად (მწარმოებელი, მარკა, კომპლექტაცია) პოტენციური მყიდველის წინაშე დგას კიდევ ერთი საინტერესო შეკითხვა: რომელი ძრავით იქნება აღჭურვილი მისი რკინის (ცხენი) რაში – ბენზინის თუ დიზელის. უკვე ბევრი ათწლეულის მანძილზე ავტომოყვარულები დაობენ ამ აგრეგატების უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შესახებ. ცალსახა აზრი აქამდე არ არსებობს.(“მანქანების გაქირავება”)

თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ პრინციპული სხვაობა ბენზინისა და დიზელის შიდა წვის ძრავებს შორის.

განსხვავებები ბენზინისა და დიზელის ძრავების მუშაობის პრინციპში

ბენზინის ძრავა მუშაობს ცილინდრში მოკიდების სანთლიდან ნაპერწკალის დახმარებით საწვავ-საჰაერო ნარევის აალების ხარჯზე. დიზელის ძრავაში მოკიდების სისტემა როგორც ასეთი არ არსებობს: დიზელის საწვავი აალდება წვის კამერაში შეკუმშული ჰაერის მაღალი ტემპერატურისგან.

პლუსები და მინუსები

დიზელის ძრავის ბლოკი თავდაპირველად კეთდება გამძლეობის დიდი მარაგით, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო მდგრადია ცვეთის მიმართ. სწორი ექსპლუატაციის პირობებში დიზელს შეუძლია 1 მლნ-მდე კილომეტრის გავლა, იმ დროს როდესაც ბენზინის ძრავების რესურსი ჩვეულებრივ შეადგენს არა უმეტეს 500-700 ათასი კმ.

პირველი რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ეს არის ავტომობილის ღირებულება. როგორც წესი, ბენზინის ავტომობილები ყოველთვის უფრო იაფია ვიდრე დიზელის. ამასთან, ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავი უფრო იაფია, ვიდრე ბენზინი. თანაც დიზელით ძრავას საწვავის ხარჯი უფრო ნაკლები აქვს, ესე იგი მოხმარების რამდენიმე წლის შემდეგ დიზელის ავტომობილის ღირებულების სხვაობა ანაზღაურდება.

დიზელის ერთ-ერთი ყველზე არსებითი მინუსი არის მისი «ჭირვეულობა» საწვავის ხარისხის მიმართ. არახარისხიან საწვავს შეუძლია მომენტალურად მწყობრიდან გამოიყვანოს დიზელის აპარატურა და ინჟექტორები, რომლის რემონტი ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ბენზინის ანალოგის რემონტი. ასევე ღირს განვასხვავოთ ზაფხულისა და ზამთრის დიზელის საწვავი. -5˚С დაბალი ტემპერატურის დროს დიზელის საწვავი სქელდება და მასში წარმოქმნილი პარაფინი ასევე დიდ ზიანს აყენებს შეშხაპუნების სისტემას.

დიზელის დიდი თაყვანისმცემლები არიან ჯიპების მძღოლები: დიზელზე დაბალი ბრუნვების დროს მაბრუნი მომენტი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ბენზინზე, ეს დაგეხმარებათ ადგილიდან დაძვრაში და უგზოობის დაბრკოლებების გადალახვაში.

დიზელის ძრავის პლუსებს შეიძლება მივაკუთვნოთ ბენზინის წვასთან შედარებით უფრო ნაკლებად საზიანო გამონაბოლქვიც.მანქანების გაქირავება

საბოლოო ჯამში ძრავის ტიპის არჩევანი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა მოთხოვნები გააჩნია მფლობელს ავტომობილის მიმართ.

 

https://en.wikipedia.org/wiki/Petrol_engine

https://en.wikipedia.org/wiki/Diesel_engine

https://en.wikipedia.org/wiki/History_of_the_diesel_car