რა ვიყიდოთ BMW 5-series თუ Mercedes E class?

მოდით შევადაროთ ეს ორი სედანი. საბაზო აგრეგატების მაგალითზე. BMW 4 F10 2.0 ლ 184 ც.ძ. ბენზინი და Mercedes-Benz E-klasse 2.0 ლ 184 ც.ძ. ბენზინი AMG თავიდან გაბარიტებით.BMW 4 F10 2.0 ლ 184 ც.ძ. ბენზინი – Mercedes-Benz E-klasse 2.0 ლ 184  vip მანქანების გაქირავება 

 

საგაბარიტო სიგრძე, მმ

ბორბლების ბაზა, მმ

საგაბარიტო სიგანე, მმ

საგაბარიტო სიმაღლე, მმ

კლირენსი, მმ

საბარგულის მოცულობა, ლ

აღჭურვილი მასა, კგ

ტვირთამწეობა, კგ

 

როგორც ვხედავთ, BMW უფრო გრძელია და ცოტათი ფართე, ვიდრე Mercedes-ი, მაგრამ აგებს კლირენსის, საბარგულისა და ტვირთამწეობის მხრივ.

დიდ წილად ამ ავტომობილების არჩევანი დამოკიდებულია თავად მფლობელის ხასიათზე. ორივე ავტომობილი არის პრემიუმ კლასის და ქცევის გარკვეულ ტიპზე არის მორგებული. მე-5 სერიის BMW მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო ხაზში აქვს ყველაზე პატარა ძრავა, მორგებულია დინამიურ მართვაზე. გადაცემათა კოლოფი უფრო მეტ ბრუნს აცლის ძრავას, ხოლო ტურბინა აჩქარების მაქსიმალურ ეფექტურობაზე არის მოწყობილი. საკიდარი ხისტია და ეს ციცაბო მოსახვევებში ავტომობილის სიმყარის საფასურია.

Mercedes E class სულ სხვანაირია, ის შექმნილია მშვიდი მგზავრობისთვის. გადაცემათა კოლოფი და ძრავა რაც შეიძლება რბილად და მდოვრედ ახორციელებს ადგილიდან დაძვრის მომენტს. უსწორმასწორებს გზაზე მერსედესი მძღოლისთვის შეუმჩნევლად გადის. საკიდარი გამოირჩევა სვლის სიმწყობრით. მერსედესში თქვენ არ მოგინდებათ დინამიური სვლა, ეს არის ლაინერი სასიამოვნო მგზავრობისთვის ზედმეტი დინამიკის გარეშე, თუმცა თუ თქვენ გსურთ უეცარი აჩქარება, ძრავასა და გადაცემათა კოლოფს შეუძლია აბსოლუტურად მშვიდად 184-ვე ცხენის ძალა წამოწიოს წინა პლანზე. თუმცა სხვაობა მაინც არის, რბილი და მდოვრე საკიდარი უფრო ცუდად მოიქცევა მოსახვევებში, ამიტომ სტაბილიზაციის სისტემას უფრო ხშირად მოუწევს საქმეში ჩართვა.

დასკვნა, თუ თქვენ გიყვართ დინამიური აჩქარება კომპრომისების გარეშე, მაშინ იყიდეთ BMW 5, ხოლო თუ გსურთ კომფორტი, მაშინ უმჯობესია თქვენი ყურადღება დაუთმოთ Mercedes.

გარეგნულად ორივე ავტომობილი კარგია, თუმცა BMW-ს გრძელი და დაბალი საბარგული ბევრ უხერხულობას შექმნის ავტომობილის პარკირების დროს. ამასთან Mercedes-ის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს პარკტრონიკების ძალიან ნელი მუშაობა, ამიტომ e-კლასით კომფორტული პარკირება ასევე არ გამოვა. მხოლოდ წრიულმა ხედვამ შეიძლება გაგიწიოთ დახმარება. BMW-ს ინტერიერი ძალიან მკაცრია, ძალიან ბევრია შავი პლასტიკი. ადგილი უკანა რიგში, მანქანის დიდი გაბარიტების მიუხედავად, უფრო ცოტაა, ვიდრე Mercedes E-class-ში. BMW-სგან განსხვავებით, Mercedes-ი აჭრელებულია ალუმინით მოპირკეთებაში და საინტერესო გადაწყვეტილებებით ხის და პლასტიკის ჩათვლით, სალონი AMG ვერსიაში უფრო პრემიულად გამოიყურება, ვიდრე მე-5 სერიის BMW-ში.

e-კლასის სავარძლების ტყავი ქარხნულ ვერსიაში ასევე უფრო სასიამოვნოა ხელის შეხებაზე. ორივე ავტომობილის ერგონომიკასთან შეკითხვები არ არსებობს. მძღოლის ყველა მოძრაობა გათვლილია სრულყოფილებამდე.

საიმედოობა

აქაც არის აშკარა ლიდერი. ავტოსადილერო სტატისტიკის მიხედვით, მე-5 სერიის BMW უფრო ფუჭდება ვიდრე Mercedes e class.

ძირითადი დაზიანებები: საჭის ლარტყა, ამორტიზატორების ჟონვა, გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლა და ტურბინების გაფუჭება. ძრავის ზოგადი მიდრეკილება გადახურვისკენ.

e-class-აც აქვს ტექნიკური სატკივრები, მაგალითად, აირმანაწილებელი ჯაჭვის ვარსკვლავები, ავტომატური გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლა. თუმცა ქრონიკული დაზიანებები ამ მოდელს მთლიანობაში უფრო ნაკლებად აღენიშნება.

არჩევანს ყველა თავად გააკეთებს.

კომფორტი თუ დინამიკა, არჩევანი თქვენზეა…