კომპანია Tesla-მ დაიქირავა Volvo-ს ყოფილი დიზაინერი

კომპანია Tesla-მ სამუშაოზე დაიქირავა ბრიტანელი დიზაინერი იან კეტლი Volvo-დან. ახალგაზრდა სპეციალისტმა მიიპყრო ელექტროკარების ამერიკული მწარმოებლის ფუნქციონერების ყურადღება არა იმდენად თავისი ნიჭით, რამდენადაც ახალი ქროსოვერით Volvo XC40, რომლის ექსტერიერზეც ის მუშაობდა(toyota prius ქირაობა).

Tesla-ში კეტლი გახდება უფროსი დიზაინერი. თავის ქვედანაყოფის უფროსის ფრანც ფონ ჰოლცჰაუზენის «ფრთის ქვეშ» ის დაკავდება ახლანდელი მოდელების განახლებული ვერსიებისა და მომავალი მოდელების დიზაინ-კონცეფციების შემუშავებით. თავისი ძირითადი ცოდნა და უნარები მან მიიღო დიდ ბრიტანეთში სამეფოს სამხატვრო კოლეჯსა და კოვენტრის უნივერსისტეტში სწავლების დროს.

ახალგაზრდა ბრიტანელის თქმით, თავისი ნამუშევრების გამოსახულების შექმნის პროცესში ის შთაგონებას იღებს ყველაზე ჩვეულებრივი საგნებიდან: ფილმებიდან, ბუნებიდან და საყოფაცხოვრებო ტექნიკიდანაც კი. საშტატო დიზაინერის პოსტი კომპანია Volvo-ში იან კეტლმა დატოვა მიმდინარე წლის თებერვალში, რაც მალევე დაადასტურეს მისმა წარმომადგენლებმაც.