2022 წლისთვის Tesla Volkswagen ID-ის კონკურენტს გამოუშვებს

კომპანია Tesla აპირებს თავისი სამოდელო რიგის გაფართოებას ახალი ბიუჯეტური ჰეჩბექით, რომელიც უნდა გახდეს Volkswagen ID-ის, გერმანული ბრენდის პირველი ელექტროკარის მთავარი კონკურენტი. არაოფიციალური მონაცემებით, სიახლის პრემიერა შედგება 2022 წლამდე ერთ-ერთი საერთაშორისო ავტოშოუს ფარგლებში( ქირავდება ტოიოტა პრიუსი ).

როგორც ამბობენ ექსპერტები, ახალი იაფი მოდელების ხარჯზე Tesla გეგმავს კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი პოზიციები მსოფლიო ბაზარზე და გახადოს ხელმისაწვდომი თავის ელექტროკარები მოსახლეობის ფართო ფენებისთვის. მოსალოდნელია, რომ სავარაუდო ბიუჯეტური ელექტროკარის სერიული წარმოება მოეწყობა შანხაის ქარხანაში, რომლის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება.

ტექნიკური მახასიათებლები და დაწვრილებითი ინფორმაცია სიახლის გარეგნობის შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხოლო მთელი ინფორმაციის უმეტესობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახლა მედიაში, დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდებზე. ძალიან მალე უფრო სარწმუნო მონაცემები უნდა გამოჩნდეს Tesla-ს ახალი მოდელის შესახებ.