Porsche-მ გაამხილა Taycan მოდელის მახასიათებლები

მარკის პირველ ელექტროკარს ააწყობენ  შტუტგარტის ქარხანაში. სიახლის პრემიერა, როგორც ჩანს, ამ წლის ბოლომდე შედგება.

 

ელექტრული Porsche Taycan მიიღებს ორ ელექტროძრავას – წინა და უკანა ღერძზე – 600 ცხენის ძალით. 96 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის ელექტროკარს დასჭირდება 3,5 წამი, ხოლო სვლის მარაგი შეადგენს დაახლოებით 500 კმ. გარდა ამისა, სწრაფი დატენის სისტემის წყალობით Porsche Taycan-ს დასჭირდება 15 წუთი, რათა შეავსოს ბატარეის მუხტი, რომელიც საჭიროა 400 კმ მანძილის დაფარვისთვის.

 

სულ წელიწადში Porsche აპირებს დაახლოებით 20 ათასი ელექტრო ტაიკანების გამოშვებას. მოსალოდნელია, რომ მოდელის გაყიდვები 2019 წელს დაიწყება.

 

ტექსტიმომზადებულია ‘avto gaqiraveba tbilisi’ – ის მიერ