ტაქსის მძღოლმა მგზავრს ზედმეტად გადახდილი 1000 დოლარი დაუბრუნა

   

      მძღოლი დაეხმარა ამერიკელ ტურისტს, რომელმაც შემთხვევით მგზავრობის საფასური 100-ჯერ მეტი გადაიხადა. ( იუწყება manqanebis gaqiraveba )

 

ჩინეთის პროვინცია შენსის ქალაქ სიანში ტაქსის მძღოლმა ჩჟან პენმა, გახსნა რა თავისი ანგარიში WeChat-ში (ჩინური სოცქსელი და დანართი ტრანზაქციებისთვის) აღმოაჩინა 6500 იუანის (900 დოლარი) ოდენობის დეპოზიტი.

 

ტაქსისტი მიხვდა, რომ ამერიკელმა ტურისტებმა, რომლებიც მან სადგურიდან სასტუმრომდე მიიყვანა შეცდომით გადაუხადეს თანხა. მან აცნობა დისპეჩერს, რომ ამ მგზავრობის ტარიფი 65 იუანი (10 დოლარი) იყო. ტაქსის დისპეჩერი არ დაეხმარა სიტუაციის გარკვევაში, ამიტომ ჩჟან პენი მივიდა სასტუმროში თავისი კლიენტების მოსაძებნად.

 

ტაქსისტმა სასტუმროს რეგისტრატორს უამბო მომხდარის შესახებ. ამერიკელი მოძებნეს. მადლობის ნიშნად მან ჩჟანს 3200 იუანი (472 დოლარი) შესთავაზა საჩუქრად, მაგრამ მძღოლმა უარი განაცხადა.