როდსტერის BMW Z4 M40i 2019-ის დიზაინი სრულიად გამჟღავნდა პრემიერამდე – manqanebis gaqiraveba dgiurad tbilisshi

ვინმე ავტომოყვარულმა ჩინეთიდან მეტსახელით liucunyi განათავსა თავის Instagram-გვერდზე ახალი თაობის როდსტერის BMW Z4-ის პირველი ოფიციალური სურათები. საეჭვო ხარისხის მიუხედავად, ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ სურათებზე გამოსახულია სწორედ სერიული მოდელი, რომლის პრემიერა უკვე 23 აგვისტოს შედგება. ( მომზადებულია manqanebis gaqiraveba dgiurad tbilisshi – ის მიერ )

სურათების წყარო აქამდე არ არის ცნობილი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს სურათები ბლოგერისთვის გახდა ხელმისაწვდომი BMW-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფიდან ინფორმაციის გაჟონვის შედეგად. მთლიანობაში ყველა მოლოდინი სიახლის გარეგნობის შესახებ დადასტურდა. ახალი BMW Z4, როგრც მისი კონცეპტუალური ვერსია, მიიღებს შევიწროებულ უკანა ფარებს და გაუმჯობესებულ წინა LED ოპტიკას.

დიდი ხნის ნანატრი როდსტერი ძრავების ხაზი წარმოდგენილი იქნება 3,0 ლიტრიანი 360 ც.ძ. სიმძლავრის მქონე ბენზინის ძრავით, რომელიც ადგილიდან 100 კმ/სთ აჩქარდება 4,5 წამზე ნაკლებ დროში. ასევე, ჭორების მიხედვით, ერთ-ერთ კომპლექტაციაში BMW Z4-ს აღჭურავილი იქნება 2,0 ლიტრიანი ძრავით ტურბოკომპრესორით.