Nissan-ი ელექტრომობილის Leaf-ის სპორტული ვერსიის გაყიდვებს ივლისის ბოლოს დაიწყებს.

Nissan Leaf Nismo-ს გაყიდვები იაპონიაში 31 ივლის დაიწყება. ინფორმაცია დანარჩენი ბაზრების შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ( სტატია მომზადებულია manqanebi dgiurad – ის მიერ ).

 

manqanebi dgiurad

 

Nissan-მა გაავრცელა ფოტო და ინფორმაცია სერიული ელექტრომობილის Leaf სპორტული Nismo მოდიფიკაციის შესახებ. ეს მოდელი ნაჩვენები იყო ტოკიოს ავტოსალონზე პროტოტიპის სახით 2017 წლის შემოდგომაზე. Leaf Nismo-ს გაყიდვები შიდა იაპონურ ბაზარზე 31 ივლის დაიწყება.

 

გარედან Nismo-ს სტანდარტული ვერსიისგან გარჩევა შეიძლება განვითარებული აეროდინამიკური ნაწილებით (ძარ9ს ნაკრები). ესენია: ახალი ბამპერები, გვერდითი ზღურბლები, ზესადებები სარკეების კორპუსებზე. დეტალების გაფორმებაში გამოყენებულია წითელი აქცენტები.  ძარის ნაკრები ამცირებს Cx კოეფიციენტს და აუმჯობესებს მიზიდულობის ძალას. გარდა ამისა, Leaf Nismo აღჭურვილია 18-დუმიანი დაბალპროფილიანი ბორბლებით მსუბუქ შენადნობ დისკებზე.

 

სალონში – სპორტული საჭე შეკვეცილი რკალითა და წითელი ნიშნით ზედა წერტილზე, სავარძლების მოპირკეთება ტყავისა და ალკანტარის შერწყმით, კარბონის დეკორატიული ჩანართებით, ასევე ყველგან გამოყენებულია წითელი აქცენტები.

 

სავალი ნაწილი სერიული Leaf-ის ანალოგიურია, მაგრამ წინა ამორტიზატორების სიხისტე გაზრდილია 25%-ით, ხოლო უკანა ამორტიზატორების – 33%-ით. საჭის ელექტროგამაძლიერებელმა გადატვირთვა განიცადა, გაჩნდა სისტემა Intelligent Trace Control, რომელიც ახდენს მანქანის სტაბილიზებას მოსახვევში. ყველაფერმა ამან უზრუნველყო საჭის მართვის უფრო მკვეთრი გამოძახილი, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია S-ფორმის მოსახვევში, აღნიშნავს Nissan-ის პრესსამსახური.

 

ოფციის სახით მყიდველებს შესთავაზებენ Nismo-ს ტუნინგის ჩიპს, რომელთანაც მანქანა უფრო ეფექტურად რეაგირებს გაზის პედალის დაწოლაზე.

 

Nissan Leaf Nismo-ს სიგრძე, სიგანე, სიმაღლე შეადგენს 4510, 1790 и 1550 მმ შესაბამისად. სტანდარტულ ავტომობილთან შედარებით გაიზარდა სიგრძე 30 მმ-ით, ხოლო სიმაღლე – 10 მმ-ით. მინიმალური კლირენსი შეადგენს 165 მმ, 150 მმ ნაცვლად.

 

ძრავისა და ბატარეის მხრივ ცვლილებები არ არის. Nissan Leaf-ოს ელექტროძრავა EM57 ანვითარებს 110 კვტ-მე სიმძლავრეს (150 ც.ძ.), მგრეხი მომენტი – 320 ნმ. 40 კვთ*სთ მოცულობის ლითიუმ-იონური აკუმულატორი უზრუნველყოფს 350 კმ-მდე სვლის მარაგს.

 

Nissan Leaf Nismo იაპონურ ბაზარზე ეღირება 35 800 $ -დან, შედარებისთვის ჩვეულებრივ ჰეჩბეკი ღირს 27 900 $ -დან

 

როდის იქნება მისაწვდომი Nissan Leaf Nismo იაპონიის ფარგლებს გარეთ არ არის დაზუსტებული.

——————–

manqanebi dgiurad – გთაბაზობთ ყველა სახის და კლასის ავტომობილს.