აღმოჩნდა, რომ „გელიკი“ V12 მეტისმეტად ჩქარა დადის უკუსვლით

 

აშშ-ში მიიღეს გადაწყვეტილება უკან გამოეწვიათ რამდენიმე ათეული იშვიათი 12-ცილინდრიანი ჯიპი Mercedes-AMG G 65.

 

უკუგამოხმობის მიზეზი აღმოჩნდა ერთობ მოულოდნელი: გაირკვა, რომ ჯიპის ექსტრემალური ვერსია მეტისმეტად ჩქარა დადის უკუსვლით! ინჟინერებმა აღმოაჩინეს, რომ საჭის ნებისმიერი დაუდევარი მოძრაობა 25 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის დროს შეიძლება დასრულდეს მანქანის გადაყირავებით. ამიტომ 12-ცილინდრიანი „გელიკებისთვის“ გამოაცხადეს სასერვისო კამპანია.

 

  “ Mercedes-AMG-ს ინჟინერებმა მოამზადეს პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია, რომელიც შეზღუდავს მაქსიმალურ სიჩქარეს უკუსვლით მოძრაობისას.

 

შეგახსენებთ, რომ 12-ცილინდრიანი „გელიკები“ გამოჩნდა 6 წლის წინ. ექვსლიტრიანი ბიტურბომოტორი M279 თავდაპირველად იძლეოდა 612 ც.ძ. და 1000 ნ·მ-ს, ხოლო 2015 წელს V12 ძრავის სიმძლავრე გაზარდეს 630 ც.ძ.-მდე. ამის მიუხედავად ჯიპის საპასპორტო მონაცემები არ შეცვლილა: აჩქარება 100 კმ/სთ – მდე იკავებდა 5,3 წამს, მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა 230 კმ/სთ.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ „სამოცდახუთები“ – მხოლოდ და მხოლოდ ცალობითი საქონელია. გარეგანად G 65 თითქმის არაფრით განსხვავდებოდა „უმცროსი“ ვერსიისგან AMG G 63, მაგრამ ღირდა თითქმის სამჯერ უფრო ძვირი. (ცნობისთვის, რუსეთში „სამოცდამესამე“-ს ყიდვა შეიძლებობა 8,4 მილიონ რუბლად, მაშინ როდესაც დილერების მიერ 12-ცილინდრიანი ვარიანტი შემოთავაზებული იყო  21,1 მილიონად).

 

სტატია მომზადებულია ‘მანქანების გაქირავება’ – ის მიერ . ჩვენთან შეგიძლიათ იქირაოთ მანქნები დღიურად ,საათობრივად და ა.შ.