Ferrari-მ მოახდინა ახალი მოდელის ანონსირება, რომელიც ყველასთვის არ არის განკუთვნილი – მოპედის გაქირავება

მწარმოებელმა გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, ახალი მოდელის თიზერი და მიუთითა პრემიერის თარიღი – 17 სექტემბერი.

ინფორმაცია მომავალი დებიუტის შესახებ გამოჩნდა სპეციალურ განყოფილებაში Ferrari-ს საიტზე, რომელზე(და)ც წვდომა გააჩნიათ მხოლოდ სპორტული მანქანების მფლობელებს, წერს Motor1. თიზერის გარდა, რომელშიც საკმაოდ რთულია ავტომობილის დანახვა, მარკამ ასევე გაამხილა მოდელის შიდა ინდექსი – F176.

არაოფიციალური ინფორმაციით, იტალიელები ამზადებენ ახალ სპორტკარს  812 Superfast მოდელის ბაზაზე, რომელიც ნაჩვენები იყო ჟენევაში წინა წლის მარტში. შეგახსენებთ, რომ ავტომობილი იყო გამოშვებული Ferrari-ს 70-წლიანი იუბილესთან დაკავშირებით და მიიღო ატმოსფერული V12 ძრავა 6,5 ლიტრის მოცულობითა და 800 ცხენის ძალით.

პირველ 100 კმ/სთ უკანაამძრავიანი სუპერკარი შვიდსაფეხურიანი რობოტით F1 DCT ანვითარებს 2,9 წამში, ხოლო კიდევ 6 წამის შემდეგ ის 200 კმ/სთ აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე – 340 კმ/სთ.