იაპონიაში კომპაქტვენი Fit-ის Modulo style ძარის ნაკრებით გაყიდვები დაიწყო. ეს არის ტუნინგის აქსესუარების ახალი ხაზი Honda-სგან, რომელიც ცვლილებებს მხოლოდ დიზაინში ითვალისწინებს (Modulo X-სგან განსხვავებით, რომელიც ტექნიკური გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული).
( მოზადებულია avto gaqiraveba – ის მიერ )
Honda Fit Modulo style სტანდარტული მანქანისგან განსხვავდება ორიგინალური დიზაინის მსუბუქი შენადნობის 15-დუიმიანი დისკებითა და LED (დიოდური) ნისლსაწინააღმდეგო ფარების მქონე ახალი წინა ბამპერით. სალონის ცვლილებები შეიცავს საჭის ტყავით მოპირკეთებას, ტყავის სავარძლებს, პედლების ალუმინის ზესადებებსა და ჭერის შავ გადასაკრავს.
1,3 ლიტრიანი მოტორით Fit Modulo style-ის ღირებულება იწყება 1 890 000 იენი-დან (აქტუალური კურსით – 1 072 000 რუბლი), ჰიბრიდული მოდიფიკაციის ღირებულება კი – 2 257 200 იენი-დან (1 280 000 რუბლი).