2018 წლის ახალი Kia Stonic-ის მიმოხილვა – ვიქირავებ ტოიოტა პრიუსს

2017 წლის სექტემბერში ფრანკფურტის ავტოსალონის ფარგლებში მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინეს კორეული კონცერნის Kia-ს ახალი ქროსოვერი სახელწოდებით Kia Stonic. ახალმა ავტომობილმა მიიღო სტილური გარეგნობა და შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები.  ვიქირავებ ტოიოტა პრიუსს

გარეგნობა

Kia Stonic-ი აღჭურვეს დიდი წინა ბამპერით, რომელშიც ერგონომიულად ჩაჯდა კომპაქტური ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ჰაერის ღობეები და რადიატორის გაგრილების ცრუ ბადე. მანქანა აღჭურვილია შესანიშნავი წინა ოპტიკით. კაპოტს გააჩნია შტამპვის  მკაფიო ხაზები, რაც მას უფრო აგრესიულ იერსახეს ანიჭებს. ბორბლების დიდი თაღები, კარების ორიგინალური დიზაინი ხაზს უსვამს ავტომობილის დინამიურ პროფილს. უკანა LED ფარების, უკანა დიდი ბამპერის დამატებითი ზესადებით დაყენება  ავსებს ისედაც სტილურ გარეგნობას. ფერთა პალიტრა წარმოდგენილია უამრავი ფერითა და ელფერით, საერთო ჯამში 20 ვარიანტით, შემუშავებულია ორფერიანი შეღებვის უამრავი ვარიანტი, სახურავისთვის გათვალისწინებულია 5 ფერი. სარკეები და მინები უზრუნველყოფს შესანიშნავ მხედველობას. ხმის იზოლაცია არ არის ცუდად შესრულებული, მაგრამ გზაზე მოძრაობის ხმაური აღწევს სალონში.

საგაბარიტო ზომები

კია სტოუნიკს აქვს შემდეგი საგაბარიტო ზომები: სიგრძე 4,14 მ; სიგანე 1,8 მ; სიმაღლე 1,52 მ; კლირენსი 170 სმ; ბორბლების შორის ბაზის სიგრძე 2,58 მ.

დასაყენებელი დისკების დიაპაზონი იძლევა 15 დან 17 დუიმამდე დისკების გამოყენების საშუალება.

შიდა მოპირკეთება

წინა კონსოლი აღჭურვილია მძღოლისკენ მიმართული მოწყობილობებით. ფუნქციონალური საჭე შევიწროებულია ქვედა მხრიდან. პანელში ჩადგმული არის მულტიმედიის ბლოკის 8 დუიმიანი მონიტორი. ქვემოთ მდებარეობს ავტომობილის კლიმატ-კონტროლის მართვა. წინა პანელის მოპირკეთებაში გამოყენებულია ორი ფერის პლასტიკი, რაც სალონს ანიჭებს ორიგინალურ და განუმეორებელ იერსახეს. წინა სავარძლები აღჭურვილია კარგი გვერდითი მხარდაჭერით. სალონი გათვლილია 5 მგზავრზე, მაგრამ სავარძლების მეორე რიგში 3 მგზავრი მთლად კომფორტულად ვერ იგრძნობს თავს.

Kia Stonic შესანიშნავად არის აღჭურვილი: სავარძლების გათბობა, კრუიზ-კონტროლი, საგანგებო დამუხრუჭების სისტემა, რომელიც იძლევა ქვეითის შემჩნევის (ამოცნობის) საშუალებას, უკონტაქტო წვდომა სალონში, ბრმა ზონების კონტროლი, სისტემა, რომელიც გამორიცხავს წინიდან დაჯახებას, წრიული ხედვის კამერები, ავტომობილის მოძრაობის რიგის კონტროლი, რომელიც შეავსებს კომფორტის დონეს. უნდა აღინიშნოს, რომ საბაზო აღჭურვილობა არ არის მდიდარი ინოვაციური ტექნოლოგიებით. მცირე საბარგული 352 ლ მოცულობით შეიძლება 2,5 ჯერ გავზარდოთ მეორე რიგის სავარძლების დაკეცვის ხარჯზე.

ძრავის აგრეგატები

ავტომობილი შეიძლება იყოს აღჭურვილი ძრავის 4 ვარიანტიდან და გადაცემათა კოლოფის 2 ვარიანტიდან ერთ-ერთით.

  • ბენზინის, 1 ლ მოცულობით, 120 ც.ძ სიმძლავრით, საწვავის საშუალო ხარჯი შეადგენს 5,8-6,5 ლ გარბენის 100 კმ-ზე;
  • ბენზინის, 1,2 ლ მოცულობით, 122 ც.ძ სიმძლავრით, საწვავის საშუალო ხარჯი შეადგენს 6,5-7 ლ გარბენის 100 კმ-ზე;
  • ბენზინის, 1,4 ლ მოცულობით, 132 ც.ძ სიმძლავრით, საწვავის საშუალო ხარჯი შეადგენს 6,5-7 ლ გარბენის 100 კმ-ზე;
  • დიზელის, 1,6 ლ მოცულობით, 110 ც.ძ სიმძლავრით, საწვავის საშუალო ხარჯი შეადგენს 4,2 ლ გარბენის 100 კმ-ზე;

ძრავის თითოეული ვარიანტი შეიძლება იყოს:

  • 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად;
  • 7 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად.

Kia Stonic აღჭურვილია წინა წამყვანი თვლებით, სრული ამძრაობით აღჭურვა არ არის გათვალისწინებული.

გათვალისწინებულია ავტომობილის კომპლექტაციის 3 ვარიანტი:

  1. comfort
  2. business
  3. prestige

უსაფრთხოების სისტემა მანქანაში შესრულებულია უმაღლესი ხარისხით. საბაზო კომპლექტაცია ითვალისწინებს უსაფრთხოების წინა და გვერდითი ბალიშების დაყენებას. ტოპ-მოდელი დამატებით მიიღებს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს. მანქანას გააჩნია მყარი და დახვეწილი კორპუსი შესრულებული სპეციალური მსუბუქი შენადნობებისგან.

ახალი Kia Stonic 2018-ის ფასი

ახალი ავტომობილის საბაზო კომპლექტაცია ეღირება დაახლოებით 15000-17000 აშშ დოლარი, ღირებულება მოიმატებს სხვადასხვა ოფციის დამატების შემთხვევაში. ტოპ-ვერსიის ფასი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ევროპაში გაყიდვები 2017 წლის მე-4 კვარტალში დაიწყო, ძირითადად მანქანა ორიენტირებულია აშშ-სა და ევროპის ბაზრებისთვის. მთლიანობაში ახალი Kia Stonic არ გამოვიდა ცუდი, მას გააჩნია დამატებითი ოფციების დიდი რაოდენობა, რომელიც ყენდება მომავალი მფლობელის სურვილისამებრ.