ახალი «ტესლა»: ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები

აშშ-ში გაიმართა ახალი «ტესლის» სერიული ვერსიის პრემიერა, რომლის სახელწოდება Model 3 არის. “ავტომობილების გაქირავება თბილისი” გიყვებით ყველაფერს ყველაზე საინტერესოს ამ მოდელზე და ვსაუბრობთ ფასების შესახებ.

 

მანქანების გაქირავება მერსედესი
მანქანების გაქირავება მერსედესი

 

  1. ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაზე პოპულარული «ტესლა» იქნება.    Link:  Tesla Model 3
  2. Tesla 3-ის სიგრძე 4694 მმ შეადგენს. ესე იგი ის ოდნავ მოკლეა, ვიდრე, მაგალითად, Mazda 6, მაგრამ მე-3 სერიის BMW-ზე უფრო გრძელია. თუ შევადარებთ უკვე გაყიდვაში არსებულ Tesla S, გარეგნულად მანქანები დიდად არ განსხვავდება, განსაკუთრებით პროფილში. თუმცა უნდა გვესმოდეს – დიდ Tesla S – ში 7 ადამიანი შეძლებს ჩაჯდომას (2 ბავშვი საბარგულში), ხოლო «სამიანში» მხოლოდ ხუთი სავარძელია.
  3. სალონი მაღალტექნოლოგიურია. არავითარი «ძველი სკოლის» მოწყობილობები და არც ღილაკები – მთელი ინფორმაცია გამოდის 15-დუიმიან ეკრანზე (მაგრამ აქაც არის სხვაობა Tesla S – თან შედარებით, რომელსაც 17-დუიმიანი ეკრანი აქვს). მის მეშვეობით თქვენ უნდა მართოთ ავტომობილის სისტემები. მოდურად გამოიყურება, მაგრამ პირდაპირ გეტყვით – ჩვენი გამოცდილებით, ეს არც თუ ისე მოსახერხებელია. სამაგიეროდ არის ტელეფონების უსადენო დატენვისთვის განკუთვნილი ორი ბოქსი.
  4. აქ ორი საბარგულია. ერთი წინ, ხოლო მეორე – უკან. საერთო მოცულობა – 435 ლ (რაც არც თუ ისე ბევრია).
  5. ჯერჯერობით მანქანა მხოლოდ უკანა წამყვანი თვლებით არის ხელმისაწვდომი. თუმცა 2018 წელს გამოვა სრულამძრავიანი ვერსიებიც!
  6. დინამიკა კარგია. ილონ მასკის სიტყვებით, ავტომობილი 0-60 მილი/სთ (96 კმ/სთ) აჩქარდება 5,1-5,6 წამში მოდიფიკაციის მიხედვით. ხოლო გარბენი ერთ დატენვაზე შეადგენს 352-496 კმ. თუმცა თუ შევადარებთ Tesla S-ს, მაშინ ეს ციფრები მოკრძალებულად გამოიყურება. რადგან «S» შეუძლია 100-მდე სიჩქარის აკრეფა 2,5 წამში, ხოლო მაქსიმალური გარბენი 536 კმ – მდე აღწევს.  ( “ავტომობილების გაქირავება თბილისი” ) 
  7. ფასი. აშშ-ში ავტომობილი 35$ ათასი ეღირება. შედარებისთვის, მე-3 სერიის BMW შტატებში 33 450 დოლარად იყიდება. თუმცა – და ეს მნიშვნელოვანია – აშშ-ში ფასები ყოველთვის მითითებულია გადასახადების გარეშე, რომელიც დამოკიდებულია შტატზე (5-10 პროცენტი მაშინვე უნდა დაუმატოთ). გარდა ამისა, «ტესლა»-მ გადაწყვიტა 1200$ აღება მანქანის მიწოდებისთვის.        ( კიას ახალი მოდელი სტატის სანახავად ეწვიეთ ბმულს  )

 

ავტომობილების გაქირავება თბილისი
მანქანის გაქირავების სერვისი ქუთაისში

 

და კიდევ 35 ათასი – ეს მხოლოდ დასაწყისია. 9 ათასი დაჯდება გაზრდილი მოცულობის ბატარეა (თავიდან მანქანა მხოლოდ მასთან ერთად გაიყიდება). «სალონის გაუმჯობესების» პაკეტი შუშის ჭერით, კარგი «მუსიკით», 12 რეგულირების მქონე სავარძლებითა და სხვა ფუნქციებით – 5 ათასი დოლარი.  «ნახევრადავტოპილოტი» – კიდევ 5$ ათასი. უკვე ახლა ილონ მასკი ითხოვს სამი ათას დოლარს პოტენციური შესაძლებლობისთვის დააყენოთ მოწინავე ავტოპილოტი, რომელიც მანქანას მისცემს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას. თუმცა, იმაზე თუ როდის გაჩნდება ის, ჯერჯერობით საუბარი არ არის. ასევე არ არის მონაცემები იმაზე თუ როდის მოგვარდება პრობლემა კანონმდებლობასთან დაკავშირებით: ახლა კანონი ითხოვს, რომ მართვის კონტროლი სწორედ მძღოლს ჰქონდეს.