ატელიე G-Power-მა შეიმუშავა 800 ძალიანი უნივერსალი Mercedes-AMG E63 S

ცნობილი ტუნინგ-ატელიე G-Power-მა წარმოადგინა «დამუხტული» უნივერსალის Mercedes AMG E63 S-ის საბოლოოდ დამუშავებული ვერსია. გერმანელებმა ოსტატებმა სამუშაოების მთელი კომპლექსი ჩაუტარეს 4,0 ლიტრიან ძრავასა და გამოსაბოლქვ სისტემას, გაზარდეს რა მისი სიმძლავრე 188 ცხენის ძალით.(“მოტოციკლეტების გაქირავება”).

უპირველეს ყოვლისა შეგახსენებთ, რომ ქარხნულ ვერსიაში უნივერსალი აღჭურვილია 4,0 ლიტრიანი 8-ცილინდრიანი 612 ცხენის ძალიანი აგრეგატით, რომელიც ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ჩქარდება 3,5 წამში. მისი მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია ნიშნულით 250 კნ/სთ.

სამუშაოს პროცესში G-Power-ის სპეციალისტებმა განაახლეს ძრავის ყველა ძირითადი კვანძი: გამოცვალეს ტურბინები, განაახლეს მართვის ბლოკი და დააყენეს უჟანგავი ფოლადის ახალი გამოსაბოლქვი სისტემა. ახლა «დამუხტულ» უნივერსალს 800 ცხენის ძალამდე ფორსირებული ძრავით შეუძლია აჩქარდეს 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3,1 წამში და განავითაროს 340 კმ/სთ-მდე სიჩქარე. პროექტის დამაგვირგვინებელ შტრიხად იქცა ბორბლების ექსკლუზიური 20-დუიმიანი დისკები G-Power Hurricane RR.

G-Power-ის საბოლოო დამუშავების მოცემული პაკეტის ღირებულებამ დაახლოებით 23 000 ევრო შეადგინა.