ახალი მოდელის საჯარო დებიუტი შედგება ამ შემოდგომაზე პარიზის ავტოშოუზე.
კომპანია Mercedes-Benz-მა გაავრცელა ინფორმაცია A კლასის სედანის გლობალურ ვერსიაზე. კომპანიამ გააკეთა შეხსენება იმის შესახებ, რომ გერმანელებმა აპრილში წარმოადგინეს „ოთხკარას“ დაგრძელებული მოდიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ჩინეთში გაიყიდება. მოდელის „დამოკლებული“ ვერსია, როგორც მოსალოდნელია ამ წლის ბოლომდე მიეწოდება ევროპულ ბაზარს. მანქანის აწყობა გერმანიის და მექსიკის ქარხნებში იწარმოებს. ამგვარად, ჩინური სედანისგან განსხვავებით, გლობალური ვერსია 60მმ-ით ნაკლები გამოვიდა – 4549მმ 4609მმ-ის წინააღმდეგ. ზოგადად, ახალი მოდელის გაბარიტები ასეთია: 1796 მმ სიგანე, 1446 მმ სიმაღლე, ბორბლის ბაზაა 2729 მმ. საბარგულის მოცულობა – 420 ლიტრი. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სედანს, ყველა სხვა სერიულ მანქანებთან შედარებით უმცირესი აეროდინამიური წინააღმდეგობის კოეფიციენტი აქვს – 0,22. შედარებისთვის ხეტჩბეკის იგივე მაჩვენებელი 0,25-ია.
მოდელი აგებულია MFA ახალი მოდულური პლატფორმის ბაზაზე: მწარმოებელმა თავდაპირველად შემოგვთავაზა სედანის 2 მოდიფიკაცია: 1,3 ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრეა 163 ცხენის ძალა და 1,5 ლიტრი დიზელის ძრავით, რომლის სიმძლავრეა 116 ცხენის ძალა. ორივე მოტორი შეუღლებულია შვიდსაფეხურიან „რობოტთან“ და აგრეთვე ექვსსაფეხურიან მექანიკური გადაცემის კოლოფთან.
მომზადებულია manqanebis gaqiraveba ge – ს მიერ