Skoda-ს კომპაქტურ ქროსოვერს ჯიპის ვერსია შეემატა

 

ჩეხეთის მარკამ Karoq-მოდელის Scout-ვერსია დააანონსა შემოდგომის ავტოსალონზე პარიზში.

 

სტანდარტული „კაროქისგან“ ჯიპის ვერსიის გამორჩევა შეიძლება ძრავის ქრომირებული და ვერცხლისფერი დეტალების, დაბურული მინებისა და წინა ფრთებზე “Scout” ლოგოტიპების წყალობით. კომპაქტური ქროსოვერის „უგზოობისთვის“ განკუთვნილ ვერსიის ინტერიერში გაჩნდება მრავალფუნქციური ტყავის საჭის ბორბალი, პედლები უჟანგავი ფოლადის ზესადებებით, სავარძლების სხვაგვარი მოპირკეთება და ნაქარგი ლოგოტიპები „Scout“.

 

ეს სტატის მომზადებულია “manqanebis gaqiraveba ge” – ის მიერ.

 

Karoq Scout-ის ძრავების გამა წარმოდგენილია ერთი ბენზინისა და ორი დიზელის ძრავებით 150 ც.ძ. და 190 ც.ძ. სიმძლავრით. ბენზინის ვერსია და ყველაზე მძლავრი დიზელი იმუშავებს 7-საფეხურიან „რობოტ“-თან წყვილში, 150-იანი სიმძლავრის დიზელისთვის დამატებით შემოთავაზებული იქნება 6-საფეხურიანი „მექანიკა“. როგორც Scout-ის ოჯახის ყველა მოდელი, ჯიპი „კაროქი“ უკვე სტანდარტულ კომპლექტაციაში მიიღებს სრულ ამძრაობას.

 

 

შეგახსენებთ, რომ Skoda Karoq-ის პრემიერა შედგა წინა წლის გაზაფხულზე. ავტომობილმა მიიღო ოთხი ახალი მოტორი: 1 ლიტრი, სამი ცილინდრი და 115 ც.ძ., 1,5 ლიტრი და 150 ც.ძ., ასევე დიზელები 1,6 (115 ც.ძ.) და 2,0 (190 ც.ძ.) ლიტრის მოცულობით. ძველი დარჩა მხოლოდ აგრეგატი ორი ლიტრის მოცულობითა და 150 ც.ძ. სიმძლავრით.

 

 

დღევანდელი დღისთვის რუსეთში მოდელი არ არის წარმოდგენილი და საეჭვოა, რომ გამოჩნდეს უახლოეს დროში. ამ ამბით ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში „შკოდის“ თაყვანისმცემლებს გული დაწყვიტა Volkswagen Group Rus-ის უფროსმა მარკუს ოზეგოვიჩმა.

 

 

თუმცა, კომპაქტური ქროსოვერის სრულიად ჩამოწერა ჯერჯერობით არ ღირს. «Авто mail.ru» -ის ერთ-ერთ უკანასკნელ კომენტარებში Skoda აღნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ სწავლობენ „კაროქის“ რუსეთში წარმოების საკითხს.