შედგა ელექტრო ქროსოვერის Audi E-Tron-ის პირველი ტესტ-დრაივი / ავტო გაქირავება შესყიდვით

კომპანია Audi-მ დაიწყო ამერიკული Tesla Model X-ის მთავარი კონკურენტის, თავისი პირველი ელექტრო ქროსოვერის e-Tron-ის წინასერიული პროტოტიპის საგზაო ცდები. სიახლის ოფიციალური პრემიერა შედგება 17 სექტემბერს გერმანული ბრენდის სპეციალურ ღონისძიებაზე. ( მომზადებულია ავტო გაქირავება შესყიდვით მიერ )

 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წვრილმანი ავტომობილის შესახებ იყო გამჟღავნებული უფრო ადრე, ავტომწარმოებელი აგრძელებს მის დამალვას კამუფლაჟის ქვეშ. მიუხედავად ამისა, კამუფლაჟშიც კი ჩანს, რომ ადრე ნაჩვენები პროტოტიპების თითქმის ყველა სტილისტური თავისებურება შენარჩუნებულია წინასერიულ ნიმუშშიც.

 

მთლიანობაში ახალი Audi e-Tron-ის დიზაინი შესრულებულია მარკის სხვა ქროსოვერების სტილისტიკაში, რაზეც მიუთითებს ფრთებზე „გადმოსული“ წინა ოპტიკა, სახურავის დაწეული ხაზი და რადიატორის მასიური ცხაურა.

 

გარდა ამისა, როგორც ადრე იყო ცნობილი, უკანა ხედვის ტრადიციული გარე სარკეების ნაცვლად ელექტრო ქროსოვერი მიიღებს სპეციალურ კამერებს, რომლებიც ახდენს გამოსახულების ტრანსლირებას ცალკეულ დისპლეებზე სალონში. კაპოტის ქვეშ e-Tron-ს აღჭურვილი იქნება სულ 402 ც.ძ. სიმძლავრის მქონე ორი ელექტროძრავით.